"ერთად კარგად, ბედნიერად ვართ - ერთმანეთი გვიყვარს" - კვირის პალიტრა

"ერთად კარგად, ბედნიერად ვართ - ერთმანეთი გვიყვარს"

კარგა ხანია, მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია შეყვარებულები არიან. წყვილი ერთად ცხოვრობს და თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა ისინი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდნენ. ახლახან ინტერნეტგამოცემებმა მათი ქორწინების შესახებ დაწერეს... მოგვიანებით, ანიმ "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ ის და ილო არ დაქორწინებულან. ჩვენ ილო ბეროშვილს დავუკავშირდით და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული რამდენიმე შეკითხვა დავუსვით...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ჩემი და ანის ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის: რაღაც კორპორაციული საღამოს წამყვანები ვიყავით და შესაბამისად გვეცვა. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ანის კაბა საქორწინო იყო. მე ტყავის ქურთუკში ჩაცმული გახლდით. ეტყობა, ფოტო და კომენტარები ნახეს და თავიანთი ჭკუით დაასკვნეს, რომ ქორწილი იყო, რაც აბსურდია..."

"როცა ადამიანი ცნობილი ხარ, ხალხის ყურადღებას იქცევ, რაც უმეტეს შემთხვევაში, სასიამოვნოა. არ მჯერა, რომ ვინც ჩვენს სფეროში საქმიანობს, მას საზოგადოების ყურადღება არ სიამოვნებს, პირიქით - უყურადღებობა ბევრად უარესია. იმის თქმა მინდა, რომ ჟურნალისტებისაც კარგად მესმის - თავიანთი საქმე აქვთ. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ რაღაცებს უფრო მეტად გადაამოწმებენ..."

"ერთად კარგად, ბედნიერად ვართ - ერთმანეთი გვიყვარს. რაღაცნაირად, ამაზე საუბარს თავს ვარიდებდით. იმიტომ კი არა, რომ ვმალავდით? უბრალოდ, საკუთარ თავებზე და ჩვენს ურთიერთობაზე ორიენტირებულები ვიყავით... თან, გააჩნია, ურთიერთობის რა ეტაპზე გეკითხებიან, - პირად ცხოვრებაში რა ხდებაო? ჯერ ურთიერთობა უნდა დასტაბილურდეს და გაღვივდეს, რომ მერე თქვა - ერთად ვართო..."

"ანი ძალიან გულწრფელი, კეთილი და გულღია ადამიანი გახლავთ. ორივეს ერთმანეთის გულწრფელობა, უბრალოება და გულახდილობა მოგვეწონა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ანის გულის მოგება გამიჭირდა, რადგან მასთან თითოეული შეხვედრისას ისე ვნერვიულობდი, ლამის ფეხები მეკეცებოდა..."

ილო ბეროშვილის საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 7 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი