მარჯანიშვილის თეატრში გურანდა გაბუნიას პანაშვიდი მიმდინარეობს - ფოტოები ადგილიდან - კვირის პალიტრა

მარჯანიშვილის თეატრში გურანდა გაბუნიას პანაშვიდი მიმდინარეობს - ფოტოები ადგილიდან

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუსამძიმრა.

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში 15:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მსახიობს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "მამას ძალიან ჰგავს, მისი ასლია"- რას ჰყვებოდა გურანდა გაბუნია ერთადერთ ქალიშვილზე

ფოტოები: სააგენტო "ინტერპრესნიუსი"