თენგიზ არჩვაძე: "ძალიან გაბრაზებული ვარ!" - კვირის პალიტრა

თენგიზ არჩვაძე: "ძალიან გაბრაზებული ვარ!"

სასამართლო სისტემის გარშემო შექმნილ ვითარებაზე თავისი აღშფოთება გაგვიზიარა ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა თენგიზ არჩვაძემ:

- ავად ვარ, ლოგინიდან წამოდგომაც მიჭირს, კიდევ უფრი უარესად მხდის ის საშინელბა, რასაც ტელევიზიით ვუყურებ! რაღა ფასი აქვს ამნაირ სიცოცხლეს მითხარით, ოცი წლით ახალგაზრდა მაინც ვიყო, მაშინ კი ვიცი, რასაც ვიზამდი! ახლა თქვენც ისე მირეკავთ და აზრს მეკითხებით, თითქოს ამ საქმის მონაწილე ვიყო ან თითქოს ჩემგან ტაშის დაკვრას ელით ამ საშინელებაზე! ჩემს სიცოხლეში ასეთ რამეზე ტაში დამიკრავს? - როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, ბატონო! ყველაფერს ყურს ვუგდებ და საქმის კურსში ვარ, მაგრამ რა გავაკეთო, რა შემიძლია? მეტი რომ არ შეიძლება, იმდენად უარყოფითად ვაფასებ ამ პროცესებს, მაგრამ სახლიდანაც ვერსად გავდივარ! ვინც ხელისუფლების გარეთ არის - მთელი საქართველო, რატომ უშვებენ ასეთ რამეს?! ავად ვარ, სუნთქვაც კი მიჭირს, მაგრამ გეუბნებით, რომ ამ მოსმართლეების ამბით უკიდურესად გაბრაზებული ვარ! იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ახლა სიყვარული აღარ არის ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი"