გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს - კვირის პალიტრა

გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს. მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა. გურანდა გაბუნიას ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს კოლეგებმა, რომლებმაც მის სამსახიობო ღვაწლზე ისაუბრეს. თეატრისა და კინოს მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. გურანდა გაბუნიას ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "მამას ძალიან ჰგავს, მისი ასლია"- რას ჰყვებოდა გურანდა გაბუნია ერთადერთ ქალიშვილზე

"ინტერპრესნიუსი"