"საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე" - ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის წინაშე სიტყვით გამოვიდა - კვირის პალიტრა

"საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე" - ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის წინაშე სიტყვით გამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების იდეა დონალდ ტრამპის ქალიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს - ივანკა ტრამპს ეკუთვნის. ინიციატივის მიზანია 2025 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ ქალის განვითარებას შეუწყოს ხელი. მემორანდუმს ხელი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა დონალდ ტრამპმა.

სახელმწიფო მდივნებთან, ელჩებთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე იყო.

ზამბახიძეს ამერიკის პრეზიდენტისთვის და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობაც მიეცა - ინიციატივის მოკლედ წარდგენის შემდეგ, ქართველ ფერმერს ივანკა ტრამპა მიმართა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. აი, რაზე ისაუბრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე: გაგრძელება

იხილეთ ვიდეო