ბაკურიანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა - 30 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - კვირის პალიტრა

ბაკურიანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა - 30 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ბაკურიანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გვიან ღამით, ერთ-ერთი დაშავებული, 30 წლის ქალი ბორჯომიდან გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. "გორმედის“ ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

"პაციენტი შემოსულია შემდეგი დაზიანებებით: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სისხლჩაქცევა მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქელში, მკერდის დახურული ტრავმა ფილტვების დაჟეჟილობით, მუცლის დახურული ტრავმა, მცირე მენჯის მოტეხილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა მარცხნივ დიდი ზომის რეტროპერიტონიალური სისხლჩაქცევით, თავის ტვინის მძიმე შეშუპება. ჩაუტარდა ორმხრივი დეკომპრესიული ტრეპანაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, - განაცხადა "გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"