საქნავთობის დასახლებაში ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში ხანძარია - კვირის პალიტრა

საქნავთობის დასახლებაში ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში ხანძარია

საქნავთობის დასახლებაში, ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300 კვმ ფართობი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"