"ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა" - რას ამბობს ნარკოლოგიურის გენდირექტორი
"ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა" - რას ამბობს ნარკოლოგიურის გენდირექტორი
მამაკაცი, რომელიც ძმის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ მარიხუანას) ზემოქმედების ქვეშ შემოიყვანეს, მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და მან უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ვ.ი. კლინიკაში გუშინ თანმხლებმა პირებმა დაახლოებით 21:45 საათზე, მიიყვანეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მარიხუანას ზემოქმედების დროს ის აგრესიული და არაადეკვატური ქმედებებით
გამოირჩეოდა, თუმცა, კლინიკაში მიყვანის დროს, მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი, უარყოფს ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს და განმარტავს, რომ აღნიშნული შეთავაზება არ გაკერთბულა, ვინაიდან მამაკაცმა კლინიკაში დარჩენა არ ისურვა.

„პაციენტმა
თანმხლებ პირებთან ერთად ჩვენს კლინიკას დაახლოებით 21:45 საათზე მომართა. ახლობლების გადმოცემით, ის იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების, სავარაუდოდ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც ის პერიოდულად ხდებოდა აგრესიული და ავლენდა არაადეკვატურ ქცევებს. შემოყვანის მომენტში მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და მან უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე. ვინაიდან ნარკოლოგიური სერვისი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს იძულებით მკურნალობას, ჩვენ არანაირი ინსტრუმენტი არ გვქონდა მკურნალობისა და დიაგნოზის დადგენის, რადგან პაციენტმა უარი განაცხადა.

ახლობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ის არაადეკვატური ხდებოდა, აღნიშნული მოქალაქე საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობა შესაძლებელი იყო მხოლოიდ ფსიქიატრიული კლინიკის ფარგლებში, მაგრამ ჩვენი ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მათ არ მიუმართავთ“, - აღნიშნავს ლაშა კილაძემ.

„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, აღნიშნული პიროვნება იმყოფება თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აღრიცხვაზე. კლინიკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მისი მონაცემები არ არის ბაზაში, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს და საბოლოო პასუხი კლინიკის ადმინისტრაციას ხვალ ეცოდინება.

მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.



"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები