როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-14 თებერვალს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-14 თებერვალს

ხვალიდან 15 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12-14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, თბილი ამინდი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-18 გრადუსი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17-22 მეტრი წამში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ამაღამ და ხვალ დილით მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. კერძოდ, კახეთსა და თბილისში. ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-11 გრადუსი იქნება, თბილისში - 9 გრადუსი.

13-14 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ასევე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 9-14 გრადუსამდე აიწევს.

თბილისში - 12 გრადუსი იქნება.