ხილიანზე კერძო საცხოვრებელი სახლი იწვის - კვირის პალიტრა

ხილიანზე კერძო საცხოვრებელი სახლი იწვის

ხილიანზე კერძო საცხოვრებელი სახლი იწვის. არსებული ინფრომაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაჩნდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 4 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა მობილიზებული და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

უწყება ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილდან იტყობინება, ხანძარი მჭიდროდ დასახლებულ ადგილზეა, რის გამოც მიმდებარე სახლები მოსახლეობამ უსაფრთხოების მიზნით უკვე დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"