ქედაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - კვირის პალიტრა

ქედაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის ქალი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"