სადგურის მოედანზე მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - კვირის პალიტრა

სადგურის მოედანზე მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

შესაბამისად, როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ადგილზე რჩება 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს", - აღნიშნეს უწყებაში.

დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართი. ხანძრის მიზეზი უცნობია.

ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო