ლადო ბედუკაძემ ალადაშვილის კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა - კვირის პალიტრა

ლადო ბედუკაძემ ალადაშვილის კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

ლადო ბედუკაძემ ალადაშვილის სახელობის კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი მათ კლინიკაში დღეს ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა უკვე ბინაზე გაეწერა.

"მისი მდგომარეობა ადეკვატური იყო, რადგანაც შემდგომი მკურნალობისა და ექიმის კონსულტაციისთვის ბინაზე გაეწერა", - განაცხადეს კლინიკაში.

ციხის კადრების ავტორს ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. ფაქტს წინ ორ მხარეს შორის კონფლიქტი უძღოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა.

"ინტერპრესნიუსი"