მამაკაცი, რომელმაც ბედუკაძე სცემა, თავადაც ნაცემია - კვირის პალიტრა

მამაკაცი, რომელმაც ბედუკაძე სცემა, თავადაც ნაცემია

რუსთაველზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ლადო ბედუკაძის გარდა, კლინიკაში გადაყვანილია მამაკაციც, რომელმაც ბედუკაძე სცემა. თვითმხილველების ინფორმაციით, ისინი ფიზიკურად ერთმანეთს გაუსწორდნენ.

როგორც ალადაშვილის კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, კონფლიქტში მონაწილე აღნიშნული მამაკაცი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება და მას რამდენიმე საათის შემდეგ გაწერენ. რაც შეეხება ბედუკაძეს, მან კლინიკა საკუთარი სურვილით უკვე დატოვა.

"ერთი პაციენტი 42 წლის, მეორე კი 43 წლისაა. ისინი ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ტრავმებით. ერთ შემთხვევაში იყო გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა, ხოლო მეორე შემთხვევაში სახის ზედაპირული ტრავმა.

42 წლის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, დამაკმაყოფილებელი და ის გაწერილია კლინიკიდან. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობაც არის სტაბილური, თუმცა რჩება კლინიკაში და გრძელდება დაკვირვების რეჟიმი/ ის რამდენიმე საათში გაიწერება,"- განაცხადა ლევან ბესელიამ.

ციხის კადრების ავტორს ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. ფაქტს წინ ორ მხარეს შორის კონფლიქტი უძღოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა.

იხილეთ ასევე: ლადო ბედუკაძემ ალადაშვილის კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

"ინტერპრესნიუსი"