ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა - კვირის პალიტრა

ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა

ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა. ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 60 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილზე უბედურ შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა დეტალები უცნობია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩარხში მოჰყვა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საქმე სსკ 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"