"ვოცნებობ, რომ ჩემს დაბადების დღეს ავად გავხდე..."
რამდენიმე დღის წინ რედაქციაში 12 წლის გიორგი ხაჟომიამ დარეკა - აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან გახლავართ და მინდა "კვირის პალიტრა" შინ გვესტუმროს, რომ ჩემი სადარდელი გითხრათო. მისამართის ჩასაწერად მოვემზადე, მაგრამ გიორგიმ - ვერ მომაგნებთ, ჩვენ სასაფლაოზე ვცხოვრობთ, ოფიციალური მისამართი სხვასთან მიგიყვანთ, ამიტომაც სჯობს "სამასი არაგველის" მეტროსთან შევხვდეთო.
მეტროს შესასვლელთან იდგა, ლამაზი ცისფერი თვალებით მიყურებდა და დიდივით მიღიმოდა.  შენ უნდა მომცე ინტერვიუ-მეთქი? - ვკითხე შემცბარმა. დიახ. თუ გინდათ, უფროსებსაც გაგაცნობთ. ჯერ ნახეთ, სად
ვცხოვრობთო, - მითხრა და წინ გამიძღვა. გადავჭერით "არამიანცის" საავადმყოფოს დიდი ეზო, გავედით წურწუმიას ქუჩაზე და ავუყევით სასაფლაოს ბილიკს, მერე ბილიკიც  რომ გაქრა,  შეფიქრიანებულმა ვიკითხე , - სად მიგყავარ-მეთქი? ჯოჯოხეთშიო, - მიპასუხა.

KvirisPalitra.Geისნის რაიონში, შორაპნის მეორე ქუჩაზე, #11/ა-ში, სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი ქიმიური ლაბორატორიის შენობაში მობინადრე დევნილები

დიდი ხანია ჯოჯოხეთს უწოდებენ თავიანთ საცხოვრებელს. ასეც არის! შენობას საძირკველი აქვს გამოცლილი, სარდაფში ჩამავალი კიბე  გვერდზე გადაიხარა და კედლებიც დაიბზარა. გიორგი თავის სახლში მეპატიჟება. ერთ ოთახში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სამ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. უმცროსი ჯერ ორი წლისაც არ არის. გიორგი აცრემლებულ თვალებს მარიდებს, მერე მალევე ერევა თავს და იწყებს სატკივარზე ლაპარაკს.

გიორგი ხაჟომია, 12 წლის: - დიდი ხანია მინდა საქართველოს პრეზიდენტს  კაცურად დავუჯდე წინ და ველაპარაკო. ბატონო პრეზიდენტო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 6 წელია სკოლაში დავდივარ და ბევრი მეგობარი მყავს, დაბადების დღეზე შინ ვერავის ვეპატიჟები. მეშინია, - თუ  ვითამაშებთ, ვაითუ, შენობა ჩამოინგრეს. ამიტომაც, როცა ჩემი დაბადების დღეE მოდის, ვოცნებობ ხოლმე, ნეტავ ავად გავხდე, რომ სათქმელი მქონდეს, არავის მასპინძლობის თავი  არ მაქვს-მეთქი.

ბატონო პრეზიდენტო, იქნებ ერთ დღეს ჩაჯდეთ ავტომობილში და აქ ამოხვიდეთ. თქვენს რეზიდენციასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობთ. თუმცა, მგონია, რომ არ იცით, თუ ასეთი  საშინელი ადგილი არსებობს თბილისში. მხოლოდ სასაფლაოდან არ მოდის გზა, წურწუმიას ქუჩიდანაც შეგიძლიათ გვესტუმროთ. თუმცა ჯერ უნდა გამოიაროთ გვირაბი, რომელიც წყლით ისე ივსება, რომ  მკერდამდე მწვდება.

ერთხელ სკოლიდან მომავალს წვიმამ მომისწრო. არ შემეძლო მშობლებისთვის ხმის მიწვდენა, არადა, ღამდებოდა და სასაფლაოს გადავლისა შემეშინდა. ისევ გვირაბით გასვლა ვარჩიე და კინაღამ დავიხრჩვი. გვირაბს გველ-ბაყაყით სავსე ჭაობი მოსდევს, სადაც ლეიშმანიოზის გადამტანი მწერებიც ბუდობენ. ჩემი მეგობარი მარიამ დიდბერიძე დაკბინა და ლეიშმანიოზი დაემართა.

მის მშობლებს ბევრი ფული დასჭირდათ შვილის გადასარჩენად. მოკლედ, როდესაც ჭაობთან გამოივლით, ფრთხილად იყავით, ავტომობილის მინა ასწიეთ,  თქვენც არ დაგკბინოთ იმ მწერებმა. ბატონო პრეზიდენტო, ერთ დღეს, რომელიღაც არჩევნების წინ, აქ ერთი ბიძია მოვიდა - დეპუტატობა უნდოდა, გახდა კიდეც.  ვთხოვეთ, იქნებ ვინმე მადლიანს ეს ჭაობი დააშრობინო, გზა გაგვიკეთოთ, სახლის საძირკველი გაგვამაგრებინოთ, გადაგვახურვინოთ და ერთი სათამაშო მოედანიც მოგვიწყოთო.

ჭაობი ვითომ დააშრეს, და  ორიოდე ხის მერხი და რკინის საქანელა დადგეს. არადა გვეგონა, ნამდვილ, სპორტულ მოედანს გაგვიკეთებდნენ. არჩევნების დასრულებიდან ძალიან მალე მოვიდა დიდი წვიმა, ისევ აივსო ნაჭაობარი და აყიყინდნენ ბაყაყები.  ძველი სასაფლაოდან  ჩონჩხები ჩამოიტანა ნიაღვარმა(!) მერე,  ვიღაც ჯართისმაძიებელმა საქანელა მოჭრა და დარჩა ჰაერში მოქანავე ჯაჭვის KvirisPalitra.Geნაწყვეტი, რომელზე ჩამოკონწიალებაც ძალიან უყვარს ჩემს პატარა ძმას. მან ხომ არ იცის, რა არის ნამდვილი საქანელა.

უფროსები ამბობენ, ამ უბანში მხოლოდ 150-მდე ამომრჩეველი ცხოვრობს და ამიტომაც არ გვაქცევს ხელისუფლება ყურადღებას, მაგათთვის 150 ხმა არაფერიაო.

მოგვიანებით ხაჟომიების მეზობელ დათო დიდბერიძესთან საუბარში კიდევ რამდენიმე პარადოქსული რამ გავიგე. შენობა, რომელშიც ათ წელზე მეტია, დევნილები არიან თავშეფარებულნი, არც ერთი ორგანიზაციის ბალანსზე არ არის და შესაბამისად, მისი პრივატიზაციაც ვერ ხერხდება. "მიუხედავად იმისა, რომ  შევაწუხეთ მერია, დევნილთა და ეკონომიკის სამინისტროები, ვერ მივაღწიეთ, რომ ოფიციალურად დავიკანონოთ ეს დასანგრევად განწირული ფართობი. ვერც იმას მივაღწიეთ, რომ შენობის საძირკვლის გამაგრებაზე დავიყოლიოთ ვინმე.

3-4 წლის წინ დევნილთა და განსახლების სამინისტროდან მოვიდნენ, შენობა უნდა გადავხუროთო. ავუხსენით, რომ გადახურვას აზრი არ ექნებოდა, თუ საძირკველს არ გაამაგრებდნენ. წავიდნენ და მას მერე სულ დაიკარგნენ.  ჩვენ კვლავ ღვთის იმედად დავრჩით. ერთადერთი - სამოქალაქო რეესტრი მოვიდა დევნილების იდენტიფიკაციისთვის. ერთ ოჯახში დაგვიბარეს ჩვენი საბუთებით. გვეკითხებოდნენ, რამდენი კვადრატული მეტრი ფართობია შენს საკუთრებაშიო. ჩვენც მიახლოებით ვპასუხობდით, სიმბოლური ნომრები მოგვანიჭეს. შემდეგ საჯარო რეესტრს უნდა გაეზომა საცხოვრებელი ფართობი და საპრივატიზაციო ხელშეკრულება დაედო, მაგრამ რატომღაც არ მოდიან", - მითხრა დათო დიდბერიძემ.

შენობაში, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ, ოდესღაც საბჭოთა რუსეთს ლაზერისთვის საჭირო კრისტალების ლაბორატორია ჰქონდა. მოგვიანებით, უპატრონოდ მიტოვებული ნაგებობა სამთო ქიმიის ბალანსზე გადასულა. მერე ახალ "პატრონსაც" მოუშორებია თავიდან და ახლა დევნილების საცხოვრებელი ჰაერშია გამოკიდებული. ზუსტი მისამართიც კი არა აქვს. ეს ადგილი ყველაზე სტაჟიანმა ტაქსისტებმაც კი არ იციან, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი მხოლოდ აღდგომას დადის ახლობლების საფლავების მოსანახულებლად.

chanchalarezo15
01 ოქტომბერი 2010 11:40
სატანები გვყავს ჩემო ძმაო სათავეში ძალიან ვწუხვარ და დიდად ვიზიარებ შენს ტკივილს წარმომიდგენია რა დღეში იქნება 12 წლის ბიჭუნდა რომელიც ამადენს ახერხებს.....სამწუხარო კიარა ეს კატასტროფაა .....და კიდევ თბილსი დედაქალაქი კიარა ნამდვილი სავაჭრო ცენტრია ერთი დიდი ლილო
liana
29 სექტემბერი 2010 16:50
sanam afxazeTidan devnilebi aseT gausaZlis pirobebSi imyofebian, aravis qondes imedi, rom afxazs da oss Semoirigebs. rac ar unda SesTavazo, Tudanc samoTxis dari pirobebi, yovelTvis mogibrundeba da getyvis, iq, Seniani, rom imaze ufro mZime dReSi gyavs, vidre, me meyoleboda, aq rom dareCniliyo?! (ase getyvis, Torem ras izamda, eg sxva saqmea) rogor gendo, rogor davijero, rom CemTvis kargi gindao. batono prezidento, marTlac, CajeqiT manqanaSi da midiT am xalxTan, Torem xval yvela dagWirdebaT da zurgs Segaqceven. Ees aucileblad moxdeba.
zaza
28 სექტემბერი 2010 00:56
ვაი ჩვენი ცოდვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები