"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ცილისწამება და ახლა მესმის ბიძინა ივანიშვილის" - კვირის პალიტრა

"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ცილისწამება და ახლა მესმის ბიძინა ივანიშვილის"

"თიბისი ბანკის" გარშემო სკანდალი არ წყდება. პროკურატურის მიერ 11-წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლის დაწყების კვალდაკვალ ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და თავჯდომარის მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს... მამუკა ხაზარაძემ მომხდარზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ არ დათმობს თავის საქმეს, თავისუფლებას, არ შეეგუება უსამართლობას და ყველა მხარდამჭერს მადლობას უხდის... მამუკა ხაზარაძის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავიანთი მოსაზრება საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა გაგვიზიარეს.

ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში:

- წესით, აზრს ამ საქმის პროფესიონალებს უნდა ეკითხებოდეთ და არა - მე! რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილიდან იყოს შურისძიება, ამის მთქმელს ვურჩევდი, ჯერ საკითხი ძალიან ღრმად შეისწავლოს და ხმამაღლა მერე ისაუბროს! რაც არ უნდა მოხდეს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ! მაშინ დაასაბუთონ! ამხელა სერიოზულ რამეზე არგუმენტების გარეშე საუბარი არ შეიძლება! ასე ხდებოდა, როდესაც ჩვენ ამ ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით! რუსეთის ხალხიაო, - ჩვენზე იძახდდნენ და ამ დროს თვითონ იყვნენ იმ ყველაფრის გამკეთებლები, რასაც ჩვენზე ამბობდნენ! მათ ხმა არ აქვთ ამოსაღები, დამნაშავეები არიან და კოჰაბიტაციის წყალობით რომ არ დაისაჯენ, ეს არის ყველაზე ცუდი! საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ცილისწამება და სრულიად მესმის ახლა ბიძინა ივანიშვილის მიმართ რომ ხელს ყველაფერზე უაზროდ იშვერენ! იხილეთ სრულად