"დარწმუნებული ვარ, მართალი იქნება ის ხმები, რომ "თიბისი ბანკის" საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, მართალი იქნება ის ხმები, რომ "თიბისი ბანკის" საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას"

"მამუკა ხაზარაძეს ამ ცოტა ხნის წინ ქორწილში შევხვდი, ვკითხე, - რას გერჩიან-მეთქი, - არავინ არაფერს მერჩისო, - დამამშვიდა..."

"თიბისი ბანკის" გარშემო სკანდალი არ წყდება. პროკურატურის მიერ 11-წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლის დაწყების კვალდაკვალ ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და თავჯდომარის მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს... მამუკა ხაზარაძემ მომხდარზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ არ დათმობს თავის საქმეს, თავისუფლებას, არ შეეგუება უსამართლობას და ყველა მხარდამჭერს მადლობას უხდის... მამუკა ხაზარაძის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავიანთი მოსაზრება საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა გაგვიზიარეს.

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:

- მამუკა ხაზარაძეს ამ ცოტა ხნის წინ ქორწილში შევხვდი, ვკითხე, - რას გერჩიან-მეთქი, - არავინ არაფერს მერჩისო, - დამამშვიდა... შეწუხებული ვარ მის თავს რაც ხდება, როგორ არ ერჩიან, კაცო?! უკვე დადგა დრო ყველაფერს თავიდან ბოლომდე წერტილი დაესვას! მე მას ჩემი მხრიდან ასპროცენტიან მხარდაჭერას ვუცხადებ! პირადად ვიცნობ დიდი ხანია, დიდ პატივს ვცემ და საერთოდ ყველა ჭკვიანი კაცი მიყვარს! ისე ჩემი მხრიდან გადაეცით, ვიდრე ტელევიზიით არ გამოვა და თავის სათქმელს კარგად არ იტყვის, მანამდე იმდენად ბევრი ხალხი ვერ დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭიროა... თქვენ მაინც გააგებინეთ, რომ რაღაც თქვას, ხალხმა რომ გავიგოთ, რაც ხდება! აღარ შეიძლება ამდენი სიჩუმე! ათასნაირი საუბრები მიდის და დააბნიეს საზოგადოება! დარწმუნებული ვარ, მართალი იქნება ის ხმები, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. იხილეთ სრულად