შარტავას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

შარტავას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"