როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-19 თებერვალს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-19 თებერვალს

16-19 თებერვალს საქართველოში ნალექია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 16-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

მათი ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"