მშენებლობაზე დაღუპულ მუშას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა - რას ამბობენ ახლობლები?
შარტავას ქუჩაზე, მშენებლობაზე დაღუპულ 43 წლის მამაკაცი მერაბ ჩამგელიანია. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელმა განუცხადა, მერაბ ჩამგელიანს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მისივე ინფორმაციით, მერაბ ჩამგელიანი მე-6 სართულის სიმაღლიდან ლიფტის შახტაში ჩავარდა.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, შარტავას ქუჩის 31-33 ნომერში სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "x2" აწარმოებს.
"ინტერპრესნიუსი"