მშენებლობაზე დაღუპულ მუშას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა - რას ამბობენ ახლობლები? - კვირის პალიტრა

მშენებლობაზე დაღუპულ მუშას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა - რას ამბობენ ახლობლები?

შარტავას ქუჩაზე, მშენებლობაზე დაღუპულ 43 წლის მამაკაცი მერაბ ჩამგელიანია. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელმა განუცხადა, მერაბ ჩამგელიანს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მისივე ინფორმაციით, მერაბ ჩამგელიანი მე-6 სართულის სიმაღლიდან ლიფტის შახტაში ჩავარდა.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, შარტავას ქუჩის 31-33 ნომერში სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "x2" აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"