რას წერს სოფელში საცხოვრებლად გადასული ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია - კვირის პალიტრა

რას წერს სოფელში საცხოვრებლად გადასული ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია

მუხრანში საცხოვრებლად გადასული ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია, "ფეიბუკის" პირად გვერდზე აქტიურად ყვება სოფელში ცხოვრების დეტალებზე. ამჯერად კი, მისი პოსტიდან ვიგებთ, რომ სახლის მშენებლობას იწყებს:

"იყო დრო, ერთი საყვარელი მანტრა მქონდა აკვიატებული: დაე, ყველა არსება ყველგან იყოს ბედნიერი და თავისუფალი. მერე ცოტა მიზანტროფიამ დამრია ხელი, მაგრამ საბოლოოდ გემრიელმა ბალანსმა, რომელიც როგორღაცნაირად საკუთარი თავის და სამყაროს ერთიანობად აღქმით მივიღე, სრულიად გააქრო საყოველთაო ზრუნვაც და მიზანტროფიაც. ან vice versa, კი არ გააქრო, ორივე, ეს ორი ურთიერთწინააღმდეგობა გარკვეულ ერთიანობადაც კი აქცია... როგორც ნებისმიერი ურთიერთ წინააღმდეგობები მთელ სამყაროში. ინი და იანი და ბუმბერაზი კლასიკოსები მაინც ახლას დავუბრუნდები (რადგან წარსული არ არსებობს, ისევე როგორც მომავალი) და მაინც ბედნიერებას და თავისუფლებას ვუსურვებ ყველას - "ჩემსავით" ახლა უკვე შემიძლია დავამატო ამ მზიან სიტყვებს. ჩემი ყოველდღიურობა რომ ამ მზიან დღეებად იქცა ამიტომ და ამის განაწილება რომ არ გვენანება, ამიტომაც ფაქტებზე კი შემდეგს ვიტყვი - სახლის მშენებლობა გახსნილად გამოგვიცხადებია", - წერს მარიამი.

"ინფორმაციისთვის, ყოფილი პარლამენტარი მუხრანში შვილთან და მეუღლესთან, ზურა ქავთარაძესთან ერთად 2018 წლიდან ცხოვრობს.

წყარო