გია ყან­ჩე­ლი და რო­ბერტ სტუ­რუა ერ­თმა­ნეთს ამ­ხნე­ვე­ბენ - ფოტო კლინიკიდან - კვირის პალიტრა

გია ყან­ჩე­ლი და რო­ბერტ სტუ­რუა ერ­თმა­ნეთს ამ­ხნე­ვე­ბენ - ფოტო კლინიკიდან

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრი "ფეისბუქზე" ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი და რეჟისორი რობერტ სტურუა არიან აღბეჭდილი.

"წლის ფოტო ჰელსიკორიდან: გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთმანეთს ამხნევებენ! გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ამ საოცარ ადამიანებს" - წერია ფოტოს კომენტარში.

როგორც ცნობილია, გია ყანჩელის მდგომარეობა 24 დეკემბერს დამძიმდა, რის შემდეგაც კომპოზიტორი კლინიკაში მოათავსეს. როგორც ყანჩელის უახლოესი მეგობრის, კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის მეუღლემ ნუგეშა მესხმა Ambebi.ge-ს განუცხადა, კომპოზიტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მესხი ამბობს, ყანჩელი კლინიკიდან გუშინ გაწერეს.