"კარი გაიღო და ბიჭი გადმოვარდა, გოგონა კი ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხრამში" - ტრაგედიით დასრულებული სიყვარულის დღე
"კარი გაიღო და ბიჭი გადმოვარდა, გოგონა კი ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხრამში" - ტრაგედიით დასრულებული სიყვარულის დღე
14 თებერვალს, ავტოკატასტროფამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა -  ტრაგედია ჩაქვში დატრიალდა, სადაც ავტომანქანა ხრამში გადავარდა, შედეგად დაიღუპა 19 წლის თამარ ართმელიძე, რომელიც ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში ცხოვრობდა. გოგონა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი იყო. ის, საქმროსთან ერთად, ავტომანქანით მტირალას მთიდან ბრუნდებოდა, ახლობლების თქმით, მათ ვალენტინობა აღნიშნეს ერთად. სასწაულით გადაურჩა სიკვდილს გოგონას საქმრო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანამ მიმართულება მოულოდნელად შეიცვალა და დაახლოებით, 200-მტრიან ხრამში გადაიჩეხა. მომხდარის გამოძიება
საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რას ავტოტრანსპორტის ექსპლოატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. სიცოცხლით სავსე და ლამაზ გოგონას მთელი სოფელი გლოვობს. მომხდარის შესახებ თამარ ართმელიძის ახლობელი გვესაუბრება:

- ჭკვიანი, მოსიყვარულე და ლამაზი გოგო იყო ჩვენი თამარი. ასეთი სრულყოფილი ადამიანი იშვიათია - გარეგნობითაც შემკული და
საუკეთესო ადამიანური თვისებებითაც. სკოლა წარმატებით დაამთავრა და პირველივე წელიწადს ჩაირიცხა უნივერსიტეტში. სტუდენტობის პარალელურად, სულ რაღაცებს სწავლობდა, ხან ენებს, ხან ახალ-ახალ პროფესიებს, - ახლა რომ ვფიქრობ, თითქოს უნდოდა ბევრი რამ მოესწრო...

- გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის საჭეს გოგონას საქმრო მართავდა.
- დიახ, ასე იყო. თამარს მართლაც კარგი ბიჭი უყვარდა. ორი წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები, დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. ამ საბედისწერო დღეს კი ვალენტონობა მეგობრებთან ერთად აღნიშნეს მტირალას მთაზე, რესტორანში. იქ მთელი სამეგობრო იყო, თუმცა ძალიან გვიან არ დაშლილან. კატასტროფა რომ მოხდა, ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო...

- როგორც მითხრეს, ხრამი ძალიან ღრმაა, გოგონას საქმრო სასწაულად არის გადარჩენილი...
- დიახ,  როგორც ჩანს, ვარდინასას მანქანის კარი გაიღო, ბიჭი გადმოვარდა და ხევის შუა ნაწილში, სადაღაც გაიჩხირა. ამიტომაც მიუსწრეს მას გზაზე გამვლელებმა ცოცხალს, ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმც კი, კვლავაც მძიემდ არის, ბათუმიდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, იმედი მაქვს, კარგად იქნება, ისედაც ასეთი ტრამვმა მიიღო, საყვარელი ადამინის დაკარგვა მთელი ცხოვრება დიდ ტვირთად გაჰყვება...

საუბედუროდ, რაც მოხდა, იმას ვერაფერი გამოასწორებს. რაც შეეხება თამარს, გოგონა ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხევში. იქ კი მდინარეა, რომელშიც მანქანა ჩავარდა. სავარაუდოდ, თამარი საბოლოოდ ამ მდინარის წყალმა დაახრჩო. შეიძლება მას ძალა აღარ ეყო, რომ ღვედი გაეხსნა ან გონება ჰქონდა დაკარგული და იმიტომ ვერ მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა, თორემ, როგორც ამბობენ, ვარდნისას მძიმე ტრამვები არ ჰქონდა მიღებული და შეიძლება გადარჩენილიყო კიდეც, თუნდაც მშველელს დროულად რომ მიესწრო. თამარს ძალიან კარგი მშობლები და უმცროსი და-ძმა ჰყავს.

მკითხველის კომენტარი (4)
ნუნუ
19 თებერვალი 2019 00:23
ძალიან სამწუხაროა. ბიჭი საჭესთან ფხიზელი იჯდა?
ჯაბა
18 თებერვალი 2019 18:37
არ შეიძლება მთაში ღვედი!
ეთერ რამიშვილი
17 თებერვალი 2019 21:12
რაც მოხდა ძალიან ცუდი და გულსატკენია.ჩვენი საყვარელი და ჭკვიანი გოგო აღარ გვყავს. ნათელში ამყოფოს მისი სული
keti
17 თებერვალი 2019 11:50
გმერტმა ნატელსჰი ამკოპოს ბიცჰს კი გამოჯანმრტელობას უსურვებ ოჯახს უსამდზიმრებ ხომ სჰეიდზლება კველა მსჰობელმა გაიტვალისცინოს და ეგეტ პატარებს ნუ კიდულობენ და ნუ აჯენენ საცჰესტან კანონიც უნდა სჰემუსჰავდეს 24 ცლამდე საცჰესტან არ უნდა მიუჯდეს ახალგაზრდა ჯერ კიდევ ცჰამოუკალიბებელი არიან მაგ ასაკამდე რაც არ უნდა უმაგლეს დამტავრებული იკვეს და ნასჰრომი მაინც ცჰამოუკალიბებელია პსიკიკურად აკვტ ის მეამობა ის ტავის გამოცჰენა სიჰკარე დასცრება არდაპიკრება კველას განა გამონაკლის ზოგიერტებს ტავი უნდა დავიზგვიოტ მომავალი ტაობის დაკარგვიტ ესე ცჰანს ცვენვე უბიდზგებტ სასიკვდილოდ რადგან უდზენტ და ვსვავტ საცჰესტან იკნებ გონს მოვიდეტ მსჰობლები
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები