ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა - კვირის პალიტრა

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა. „რიონჰესის“ დასახლებაში რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ადგილობრივი ძალებით მალევე მოხერხდა სპეციალური ტექნიკით გზის გახსნა.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯიას“ ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

"ინტერპრესნიუსი"