როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში?

20 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, 19 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მთაში მოსალოდნელია თოვა.

"დღეს, ხვალ და ზეგ შენარჩუნდება ქარი როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს სხვა რაიონებში. ტემპერატურა დაბლობში დღისით 3 - 8 გრადუსის ფარგლებში, ხოლო ღამით 0- +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. აგარა-გორის მონაკვეთზე მოსალოდნელია თოვლჭყაპი. მაღალ მთაში მოსალოდნელია ძლიერი ქარბუქი. 20 თებერვლიდან გამოიდარებს და რამდენიმე დღის განმავლობაში შედარებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, თუმცა ღამის განმავლობაში დაბლობში ტემპერატურა 0 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -5 გრადუსის ფარგლებში იქნება", - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"