როგორია გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატმა მია ზოიძემ განუცხადა. მისი თქმით, გუშინდელთან შედარებით დეკანოზს უფრო უჭირს მეტყველება და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება.

მია ზოიძის განცხადებით, ამ მდგომარეობაში დეკანოზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ მას ინსულტი გაუმეორდეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად ვერ გაეწიოს.

"დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესებულია, მას უფრო უჭირს მეტყველება, ასევე, ის დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც კი ვერ გადაადგილდება. ამ მდგომარეობაში ბუნებრივია, დაუშვებელია დაწესებულებაში გადაყვანა. ამავდროულად არსებობს ინსულტის განმეორების რისკი და თუ დეკანოზი მატროსოვის ციხეში იქნება გადაყვანილი, შესაძლოა, მას ვერ ჩაუტარდეს შესაბამისი დროული დახმარება და მივიღოთ უფრო მძიმე შედეგი“, – აღნიშნა მია ზოიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე დამატებით გამოკვლევებზე დღეს გადაყვანილი იყო „ავერსის კლინიკაში“ და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება ახალი კვლევის შედეგები. მისივე თქმით, შესაძლოა, დღეს საღამოს დეკანოზთან კიდევ ერთხელ შევიდნენ.

"ინტერპრესნიუსი"