"ღირსებას არ კარგავენ" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგს
"ღირსებას არ კარგავენ" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგს
"მე ვფიქრობ ძალიან ღირსეული გამოსვლა იყო, მაქსიმალურად თავშეკავებული იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მინიმუმ იმის თქმა შემიძლია, რომ ღირსებას არ კარგავენ", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგის შეფასებისას განუცხადა.

"ისინი გამოვიდნენ კომისიის შექმნის ინიციატივით. გასაგებია, რომ მზად არიან, სრულად გამჭვირვალედ წარმართონ პროცესი. ეს კარგია, დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ამ რთულ ვითარებაშიც ძალიან ღირსეულად გამოიყურებიან და მე
ვისურვებ ბოლომდე შეენარჩუნებინოთ ეს მდგომარეობა", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების მხრიდან გაჟღერებულ კითხვას - ხომ არ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილმა წილების დათმობა, ხუხაშვილის თქმით, მსგავსი მოთხოვნები ასეთი უხეში ფორმით
არ ხდება.

"ადამიანებს იმაზე მეტს ვერ ათქმევინებ, ვიდრე გეგმავენ თქმას. საერთოდ ასეთი მოთხოვნა ასეთი უხეში ფორმით არ ხდება. მე ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს ის, რისი თქმის უფლებაც მისცეს მათ საკუთარ თავს და თეორიებს მე პირადად არ გავყვებოდი. ფაქტია, რომ ეს საქმე ყარს. პრინციპში მთავარი ზიანი, რაც მოსალოდნელია და რაც უკვე ფაქტობრივად მიადგა ანაკლიის პორტის პროექტს, ეს უკვე ცხადია და ძალიან სამწუხაროა, რომ იქ შეიქმნა ისეთი რისკები, რომლებმაც შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

"ინტერპრესნიუსი"


ჭეშმარიტება!!!
19 თებერვალი 2019 15:27
ხაზარაძესაც არ ეგონა, რომ ივანიშვილი გაწირავდა:))) ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა მთავრობის დროს ნებისმიერი ადამინის მიმართ ჩადენილი უსამართლობა თუ დაიკიდე, რადგანაც შენ პირადად არ გეხება, აუცილებლად ადრე თუ გვიან კარზე მოგადგება!!! აქედან გამომდინარე, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ხაზარაძე, ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ!!!! თუ გინდათ, რომ ერთხელაც თვქვენც არ მოყვეთ უსამართლობის ჭაობში!!!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები