"შევხედე გოგი მედგა თავზე და მღეროდა! - ბოლოს მკითხა, არც ახლა დამსვამო?" - კვირის პალიტრა

"შევხედე გოგი მედგა თავზე და მღეროდა! - ბოლოს მკითხა, არც ახლა დამსვამო?"

ლევან ჭუბაბრია ჟურნალ "ისტორიანთან" რამდენიმე სახალისო ისტორიას იხსენებს, მათ შორისაა:

არც ახლა დამსვამ?

ერთხელ, 80-იან წლებში, ჰამბურგიდან თბილისში მოვფრინავდი. ვნუკოვოს აეროპორტში ამბები ხდებოდა, ვერც წარმოიდგენთ - დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ბილეთები თბილისზე მარტო იმ დღის კი არა, მთელი ორი კვირის რეისებზე არ იყო. როგორც იქნა, რაღაც მოვახერხე და თვითმფრინავის სალონშიც აღმოვჩნდი ჩემი დიდი ჩანთით (ჩაბარება არ გამოდიოდა, ყველაფერს იპარავდნენ). ეს ჩანთა, სანამ მოვწესრიგდებოდი და მისთვის ადგილს გამოვძებნიდი, გვერდით სავარძელზე დავდე.

ამ დროს სტიუარდესა მოვიდა და მთხოვა, ჩანთა ამეღო, "ცისფერი ტრიო" მოფრინავს და გოგი დოლიძეო. ტრიო უკვე მოვათავსე და ჩანთა რომ დევს, ეგ ადგილი გოგისთვის მინდაო!

- გოგი დოლიძე არ ვიცი, ამ ჩანთას რომ უყურებ, მთელი ოჯახი და საახლობლო ელოდება და ვერ მოგცემ-მეთქი, - ეს ისე, ხუმრობით (ოღონდ ძალიან სერიოზული ტონით) ვუთხარი, თორემ ძლივს ნაშოვნი ერთი ბილეთით ორ ადგილს ვინ მომცემდა.

სტიუარდესა ჩემმა უარმა დააფრთხო და აღარ იცოდა, რა ექნა. მე კიდევ უფრო "გავამძაფრე" სიტუაცია: - იდგეს და თანაც გვიმღეროს, მისი საქმე სიმღერაა-მეთქი, შევთავაზე!

სტიუარდესა ნელ-ნელა წავიდა სალონისკენ (დარწმუნებული ვიყავი, ორ წუთ-ში ხომალდის მეთაურს შემოიყვანდა) და უცებ, სიმღერა მომესმა, შევხედე, - გოგი მედგა თავზე და მღეროდა!

- არც ახლა დამსვამო? - მკითხა.

მთელი "გზა" სულ სიმღერ-სიმღერით ვიფრინეთ... იხილეთ სრულად