როდიდან ჩადგება ქარი და როგორი ამინდი იქნება საქართველოში 20-21 თებერვალს - კვირის პალიტრა

როდიდან ჩადგება ქარი და როგორი ამინდი იქნება საქართველოში 20-21 თებერვალს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 თებერვლიდან ქარი ჩადგება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვალს, დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ-ია მოსალოდნელი.

20 თებერვალს, ღამის და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.

20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს.

21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება.

"ინტერპრესნიუსი"