აფეთქების დროს სახლში 68 წლის მამაკაცი იმყოფებოდა - რა მოხდა სოფელ ტოლებში? - კვირის პალიტრა

აფეთქების დროს სახლში 68 წლის მამაკაცი იმყოფებოდა - რა მოხდა სოფელ ტოლებში?

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

აფეთქების დროს სახლში 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა.

ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსით გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და ,,სოკარ გაზის" სამტრედიის წარმომადგენლობა.

"ინტერპრესნიუსი"