"თურმე მაგაში სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია" - რაში ადანაშაულებენ ყოფილ დეპუტატს?
"თურმე მაგაში სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია" - რაში ადანაშაულებენ ყოფილ დეპუტატს?
მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ერეკლე გურჩიანის განცხადებით, პარაოლიმპიელთა სავარჯიშო დარბაზიდან მისი კუთვნილი ინვენტარი ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა კარის გატეხვის შედეგად გაიტანა.

ერეკლე გურჩიანის თქმით, მას ნაცნობებმა შეატყობინეს, რომ დარბაზის კარი გატეხილი იყო, სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერის ნახვის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი კუთვნილი ნივთები სწორედ სოსო ჯაჭვლიანმა უნებართვოდ წაიღო.

"ნაცნობებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სპორტული დარბაზი გატეხილია. შემდეგ გავიგე, რომ თურმე მაგაში სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია. ვიღაცებთან ერთად მოსულა და
წაუღია ჩემი ინვენტარი ჩემი სპორტული დარბაზიდან - თურმე, ასეთ რაღაცას აქვს ადგილი", -განუცხადა ერეკლე გურჩიანმა "რუსთავი 2"-ს.

ერეკლე გურჩიანის თქმით, მას სოსო ჯაჭვლიანი ებრძვის.

"6-7 წელია, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ზეწოლის ქვეშ ვარ. ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფედერაციაა, რომელიც უშუალოდ ჩემი ინიციატივით დაფუძნდა. მანამდე ფეხზე
დავაყენე ჩვეულებრივი სპორტსმენების ფედერაცია. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, წელიწადნახევარი მებრძოდა, იქიდან დღემდე მებრძვის და ყოველ თვე ახალ-ახალ რაღაცებს მიგონებს და ბოლოს მივედით იქამდე, რომ დარბაზიც გამიძარცვა", - განაცხადა მან.

მკლავჭიდში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გენადი კვიკვინიას განცხადებით კი, მან და სხვა სპორტსმენებმა მკლავჭიდის ფედერაციის კუთვნილი ინვენტარი ერთი დარბაზიდან მეორეში გადაიტანეს, კარი კი გასაღებით გააღეს.

"რამდენიმე წლის წინ ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა თვითონ გვითხრა, რომ ეს ინვენტარი საჩუქრად ნაკრებს გადაეცა და ის ფედერაციის ბალანსზე ირიცხება. ახლა ფედერაციის პრეზიდენტი არის სოსო ჯაჭვლიანი. ჩვენ იმ დარბაზში წლების მანძილზე ვვარჯიშობდით და არავითარი კარის გატეხვა არ ყოფილა. ეს არის აბსურდი, იმიტომ, რომ გასაღებით ჩვეულებრივად გავაღეთ და რაც ჩვენი იყო, ის გადმოვიტანეთ. აქ ჩვენ შევქმენით ახალი სავარჯიშო პირობები, სითბოში ვვარჯიშობთ. გურჩიანი ამბობს, რომ ეს ინვენტარი მისი საკუთრებაა, მაგრამ ეს ასე არაა. ინვენტარი ნაკრებს ეკუთვნის. ჩვეულებრივად, დაახლოებით ხუთი დღის წინ, დღის საათებში გადმოვიტანეთ", - განაცხადა კვიკვინიამ.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები