ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა - კვირის პალიტრა

ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა

რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია "af&co" 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

"af&co" ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის წლის კერძად თავისი გემოს - ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა. აჭარული ხაჭაპური წელს ასევე იყო მომხმარებელთა რჩეული კულინარიული ვებ-გვერდის "Tasteatlas" მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში", - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"