"ბავშვის ცუდად ყოფნის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა"- 6 თვის თეკლა უმძიმეს დაავადებას ებრძვის - კვირის პალიტრა

"ბავშვის ცუდად ყოფნის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა"- 6 თვის თეკლა უმძიმეს დაავადებას ებრძვის

6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს რამდენიმე თვის წინ უმძიმესი დაავადება, სპინალური ამიოტროფია დაუდგინეს. აღნიშნული დაავადების დროს ზურგის ტვინი არ გამოიმუშავებს ცილას და ვერ კვებავს კუნთებს, გართულების შემთხვევაში სუნთქვის პრობლემასაც იწვევს და დამოუკიდებლად სუნთქვა შეუძლებელი ხდება. თუ დროულად ვერ მოხერხდა მკურნალობა, ფატალური შედეგი დგება.

როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში თეკლას დედა ანანო ქვლივიძე აღნიშნავს, ბავშვი ბუდაპეშტში გახდა ავად და ახლა რეანიმაციაში წევს.

"საფრანგეთში მივფრინავდით. ბავშვის ცუდად ყოფნის გამო თვითმფრინავი ბუდაპეშტში ავარიულად დაეშვა. ამჟამად ბუდაპეშტი რეანიმაციაში წევს და ვცდილობთ მოვაგვაროთ ყველაფერი ისე, რომ საფრანგეთში წავიდეთ. აქ ვერ მკურნალობენ. დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუდგინეს, დაავადება არ იკურნება, წამალია ასეთი, სპინრაზა ჰქვია და ის აჩერებს დაავადების პროგრესს. ოპერაცია არ კეთდება. რადგან საქმე კუნთებს ეხება, მოძრაობის პრობლემაც აქვს. ხელებს ოდნავ ამოძრავებს, ფეხებს კი - ვერა. ხალხის იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან ფინანსურად, რათა  მოვძებნოთ მიმღები კლინიკა და ბავშვს დაუწყონ მკურნალობა. იხილეთ სრულად