ჩიბათელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორისაა - კვირის პალიტრა

ჩიბათელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორისაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა პედაგოგთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტში დასახელდა.

2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ. წელს ამ პრიზისთვის აფხაზავას გარდა კიდევ 49 ფინალისტი იბრძოდა.

2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტი მსახიობმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა:

„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან - ისინი ცვლიან სამყაროს" - განაცხადა ჯეკმანმა ვიდეომიმართვაში, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ავრცელებს.