ბიძინა ივანიშვილი რეზო ესაძის ვარსკვლავის გახსნაზე - ფოტოები ღონისძიებიდან - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი რეზო ესაძის ვარსკვლავის გახსნაზე - ფოტოები ღონისძიებიდან

21 თებერვალს კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას რეჟისორები, მსახიობები, რეზო ესაძის მეგობრები და პოლიტიკოსები დაესწრნენ, მათ შორის: პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

ვარსკვლავის გახსნის პატივი ბიძინა ივანიშვილს ერგო - მან დაფარულ წარწერას "რეზო ესაძე" ოქროსფერი ვარსკვლავი აპლოდისმენტებისა და ფოიერვერკების ფონზე ახადა.

ვარსკვლავის გახსნის ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ღონისძიების ფოტოები განათავსა ასეთი მინაწერით:

"რეზო ესაძის ვარსკვლავის გახსნა! ეს უკვე ისტორიაა!!! ისტორიას კი გაფრთხილება უნდა!!! დიდი მადლობა ირაკლი და ნათია გედენიძეებს საინტერესო ფოტოების მოწოდებისათვის" - წერს ოქიტაშვილი და ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. (წყარო)

ფოტოები: ირაკლი და ნათია გედენიძეები