თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
22-02-2019
თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - "ცხინვალის" ფეხბურთელები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს", აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში,
მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე," - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთში ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

როგორც თურქული მედია იუწყება,
ქურდობის ფაქტი ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრში დაფიქსირდა.

"სავაჭრო ცენტრის დახურვის შემდეგ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნივთები მოპარული იყო. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სათვალთვალო კამერების შესწავლის შემდეგ, პოლიციამ ეჭვმიტანილები დაადგინა. გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ", - წერს თურქული მედია.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები