"ფეხბურთელები მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ მაღაზიაში გაუგებრობა მოხდა" - რას ამბობს კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი?
"ფეხბურთელები მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ მაღაზიაში გაუგებრობა მოხდა" - რას ამბობს კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი?
საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი თურქეთში კლუბის ხუთი ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

"მე პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალურად ვიცი რა მოხდა. გავრცელდა ძალიან არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა, ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ჩეკთან დაკავშირებით რატომღაც არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის
ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. ყველა აღნიშნული ფეხბურთელი იმყოფება გუნდთან ერთად და აგრძელებს ვარჯიშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდა მხოლოდ დაკითხვა და არავითარი დაკავება. იყო გაუგებრობა და ამით დამთავრდა ყველაფერი. გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მომზადებას", - აცხადებს რუხაია.

შეგახსენებთ, კლუბ "ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელის დაკავების
შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"


gocha
23 თებერვალი 2019 14:07
ფხუუუუუუუუუუუუუ გაუგებრობა არა/?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
23-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები