როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-25 თებერვალს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-25 თებერვალს

23 თებერვალს საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

23 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

"24-25 თებერვალს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 25 თებერვალს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

თბილისში 24 თებერვლამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 25 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 24-25 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"