ილუზიების პირველი მუზეუმი 2015 წელს, ზაგრებში გაიხსნა, დღეს კი მსოფლიოში მუზეუმების ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია
22-02-2019
ილუზიების პირველი მუზეუმი 2015 წელს, ზაგრებში გაიხსნა, დღეს კი მსოფლიოში  მუზეუმების ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია
რა არის ილუზია? სინამდვილის დამახინჯებულად, მცდარად აღქმა და ამ შეგრძნებას მსოფლიოში არაერთი მუზეუმი გაუხსნეს, სადაც შესვლის შემდეგ თუ ერთ კუთხეში გიგანტი ხარ, მეორეში - ჯუჯა. ეს ვიზუალური ილუზიაა, რომლის დროსაც ადამიანი ერთი კუთხიდან მეორეში გადასვლისას იზრდება ან პატარავდება.

არსებობს ასეთიც - ვორტექსის გვირაბი, რომელშიც უნდა გაიარო და მიუხედავად სწორი გზისა, გარემო თავბრუს გახვევს, გაგიჟებს და გამართულად ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ართულებს.

Rotated Room - ამ ილუზიისას ოთახში ყველაფერი პირიქითაა და
ამობრუნებულის ილუზიას ქმნის, თითქოს ჭერზე დადიხარ.

Head on the Platter - ეს არის თავი ლანგარზე.

The Chair Illusion - ადამიანი, რომელიც თითქოს სკამზე ზის უფრო პატარა ჩანს, მაგრამ ყველაფერი, რა თქმა უნდა, პერსპექტივის დამსახურებაა.

Optical Illusions - ვიზუალური ილუზია გვახსენებს, რომ ჩვენი შეგრძნებები არ არის
სრულყოფილი და ხშირად არასწორად აღვიქვამთ რეალობას.

SMART SHOP - მაღაზია მუზეუმში, სადაც იყიდება დილემა გეიმსის თამაშები, ოპტიკური ილუზია, 3D განათება, მაისურები, ფანქრები, ბლოკნოტები, საგანმანათლებლო სათამაშოები.

* * *
აღნიშნული მუზეუმი ინტერაქტიულია და ვიზიტორებს საინტერესო ვიზუალურ და საგანმანათლებლო გამოცდილებას სთავაზობს. იქ შეიძლება, ნახონ პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიური ოთახები, დიდაქტიკური თამაშებისა და ფაზლების ოთახი. შეგიძლიათ, იცინოთ, იკივლოთ, გადაიღოთ ფოტოები და გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმში აკრძალულია. ილუზიების მუზეუმი არ არის სტატიკური და სტანდარტული დაწესებულება, ის ხალხს საშუალებას აძლევს, იყვნენ კრეატიულები და გაერთონ.

მუზეუმის კოლექცია 70-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც დაფუძნებულია მეცნიერებაზე, მათემატიკაზე, ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე.

ილუზიების მუზეუმი სწრაფად მზარდი საგანმანათლებლო და გასართობ ადგილად იქცა, მსოფლიოს მასშტაბით უკვე 14 ქალაქშია და კიდევ 8 ფილიალის გახსნას აპირებს, მათ შორის, უახლოეს მომავალში თბილისშიც.

მუზეუმი განკუთვნილია ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, წყვილებისთვის, ასაკოვანი სტუმრებისთვის - საუკეთესო, უჩვეულო და სახალისო ადგილია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის.
პროგრამა მოიცავს მუზეუმის დათვალიერებას, დიდაქტიკურ თამაშებს.

ილუზიების პირველი მუზეუმი ზაგრებში, ხორვატიაში, 2015 წელს გაიხსნა, რასაც წინ უძღვოდა ორწლიანი მომზადების პროცესი, ბაზრის კვლევა, ექსპონატების შექმნა.

დღეს კი მსოფლიოში  მუზეუმების ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია. შექმნილია იმისათვის, რომ გაგართოთ, გაგაოცოთ და თქვენი შეგრძნებების სტიმულირება მოახდინოს.


ლალი ფაცია











მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები