"ღმერ­თს უფრო მე­ტად ჰყვა­რე­ბია იგი, ვიდ­რე ჩვენ" - სი­ო­ნის ტა­ძარ­ში პატრიარქის მთავარ სტიქაროსანს პა­ნაშ­ვი­დი გა­და­უხადეს - კვირის პალიტრა

"ღმერ­თს უფრო მე­ტად ჰყვა­რე­ბია იგი, ვიდ­რე ჩვენ" - სი­ო­ნის ტა­ძარ­ში პატრიარქის მთავარ სტიქაროსანს პა­ნაშ­ვი­დი გა­და­უხადეს

21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა ახლადგარდაცვლილი 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ილია II-ს მთავარი სტიქაროსანი იყო. პანაშვიდი პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა.

ლევან ბორტიშვილი ბოლო წლების განმავლობაში პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი იყო. 23 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

სიონში გადახდილი პანაშვიდის ფოტოები და პატრიარქის სამძიმარი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

"ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი. შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ. მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.

ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ. დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის" - ბრძანა პატრიარქმა.

ლევან ბორტიშვილი ბოლო წლების განმავლობაში პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი იყო. 23 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.