როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები - კვირის პალიტრა

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

ხანგრძლივი, თითქმის ერთთვიანი ზამთრის არდადეგების შემდეგ, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სულ მალე საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება. როგორც AMBEBI.GE-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაარკვია, ცვლილებები საგაზაფხულო არდადეგებს არც წელს შეეხება და მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში 8-დან 15 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.

თუმცა, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს დასვენება აპრილის თვეშიც - 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ტრადიციულად უქმე იქნება წითელი პარასკევი და აღდგომის მომდევნო ორშაბათი, შესაბამისად მოსწავლეები 26-29 აპრილის ჩათვლით, საგაკვეთილო პროცესისგან გათავისუფლდებიან.

რაც შეეხება ზაფხულის არდადეგებს, განათლების სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს რომ, ამ ეტაპზე მოქმედ ბრძანებაში ცვლილებები შეტანილი არ არის. შესაბამისად, ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე განისაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ 15 ივნისი დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წელი 15 ივნისის წინა პარასკევს დასრულდება. გაგრძელება