რას ნიშნავს "კოლექტიური მეხსიერება" და რა ფენომენია სიზმარი
რას ნიშნავს "კოლექტიური მეხსიერება" და რა ფენომენია სიზმარი
"ვინ იცის, რას ამოკრეფს ჩვენი ტვინი თავისი საოცარი საცავებიდან, სადაც ჩვენი წინაპრების მეხსიერებაც არის შემონახული"

შეუძლებელია ტვინის განუზომელი შესაძლებლობების შეფასება. ის ჩვენს მოქმედებებს, მასთან ერთად კი - დედამი­წას მართავს. თუ როგორ, ამის ამოხსნას­ დიდი ხანია ცდილობენ მეცნიერები. ტვინის უნიკალურ ფენომენზე, მათ შორის - სიზმარზეც ბიომედიკოსი დავით მუჯირიძე­ გვესაუბრება.

- ტვინი სხეულისთვის უმცირესი ორგანოა, უჯრედების რბილი გროვა, რომ­ელსაც მოძრაობის უნარიც არ გააჩნია, მაგ­რამ ეს "რბილი გროვა" მსოფლიოს მართავს. მეცნიერებისთვისაც ძნელია იმის
დაჯერება, რომ ტვინის შექმნაში ზებუნებრივი ხელი არ ურევია. მაგალითად, სასწაულია სიზმარი, რომლის მექანიზმი დღემდე ამოუხსნელია. სიზმრის შესწავლისას მეცნიერ­ები უამ­რავ ბარიერს აწყდებიან, თუმცა უკვე გარკვეულია, რომ ძილის პირველ, ანუ ნელტალღოვან ციკლში დასიზმრებული ადამი­ანს არ ამახსოვრდება. რა არის ეს ნელტალღოვანი ციკლი? ეს არის ძილის პირველი ციკლი, რომელიც
დაახლოებით საათ-ნახევარი გრძელდება და უმნიშვნელოვანესია. ადამიანები, რომლებიც ძილის ამ ფაზას გადიან, ჯანმრთელებად მიიჩნევ­იან, ფსიქიკურად დაავადებულები კი ამ ფაზას­ "ახტებიან" და პირდაპირ გადადიან პარადოქსულ ძილზე...
ძილის პირველ, ანუ ნელტალღოვან­ ციკ­ლში თავის ტვინში წარმოიქმნება­ მაღალი­ ამპლიტუდის ნელი ტალღები და სხეული თანდათან დუნდება - ნელდება სუნთქვა,­ ეცემა წნევა, ქვეითდება ცნობიერება და კუნთ­ოვანი ტონუსი. ამ ფაზის ბოლო სტადიაში­ ვითიშებით სამყაროს სიგნალებ­ისაგან, ვეღ­არ აღვიქვამთ გარე მოვლენებს­. აი, ამ პერიოდის დასრულების შემდეგ იწყება უცნაური რამ - ჩვენი სხეულის კუნთ­ოვანი ტონუსი ქრება (ფაქტობრივად, ატროფია ვითარდება) და მოულ­ოდნელად აქტიურდება­ ტვინი - ნელი ტალღები სწრაფი ტალღებით იცვლება,­ დახუჭულ ქუთუთოებქვეშ კი თვალები იწყებს ტრიალს. სწორედ ეს არის ძილის ის ფაზა, რომ­ელსაც პარადოქსულ­ ძილს უწოდებენ და რომლის დროსაც ნამდვილი სიზმრები გვესიზმრება, მათ შორის - წინასწარმეტყველური, ცხოვრებისეული და სრულიად უაზროც... ამ დროს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ტვინს, რომელიც მილიონობით ნეირონული­ უჯრედისაგან შედგება და იწყებს "ხეტიალს" მეხს­იერების საცავებში, სადაც შემონახულია უამრავი ინფორმაცია, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს წინაპრებსაც განუცდიათ - ჩვენს­ ტვინს ხომ დნმ-ით მათი მეხსიერებაც გადმოეცა.

- რა საოცრებაა! თუ ჩემი შორეული წინაპარი, ვთქვათ, მეომარი იყო, მისი შთამომავალი­ კი - მოძღვარი, ან სულაც ყაჩ­აღი, მათი განცდილი მე დამესიზმრება?
- ასე მიიჩნევენ მეცნიერები, რომლებიც ამას "კოლექტიურ მეხსიერებას" უწოდებენ. ვინ იცის, რას ამოკრეფს ჩვენი ტვინი თავისი საოცარი საცავებიდან.

ზოგიერთი ადამიანის ტვინს ზემგრძნობელობის უნარიც აქვს, რასაც ინტუიცია ან წინასწარმეტყველება მოჰყვება. ფსიქიკური დაავადებები ნეიროფსიქოლოგიურ დარღვევად ითვლება, რომელიც ტვინის განსაზღვრულ უბანზე ნეირონების დაზიანებით არის გამოწვეული. ცხადია, ნეირონები დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგალითად, ძილის გამშვები ნეირონების ფუნქციის დარღვევა, შესაძლოა, დეპრესიის მიზეზად იქცეს.

არსებობს ვირთაგვებზე ჩატარებული ცდები, როცა მათ ძილის ფუნქცია მოუშალეს. Aამ დროს მათ გაუჩნდათ სიამოვნების მიღების ისეთივე დეფიციტი, როგ­ორიც ადამიანებს. მაგალითად, ვირთაგვებს­ ძალიან უყვართ დამტკბარი წყალი, დეპ­რესიაში მყოფები კი ჩვეულებრივსა­ და დამტკბარ წყალს ერთნაირად უხალისოდ სვამენ.

- სტრესი როგორ მოქმედებს ადამიანის­ ტვინზე?..
- შესაძლოა, ერთჯერადი სტრესი ტვინის "გამოფხიზლებისთვის" სასარგებლოც კი იყოს, მაგრამ ქრონიკული სტრესები ტვინსა და, შესაბამისად, ადამიანს ანგრევს. სტრესის დროს ტვინში ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, რის შედეგადაც რადიკალები, ანუ დამუხტული ელემენტები გამოიყოფა. შემდეგ ეს ელემენტები გადადის სხეულში და უამრავ მძიმე დაავადებას იწვევს,M მათ შორის - ფსიქიკურ დარღვევებსაც... Mმაგრამ ბედნიერება ის არის, რომ ტვინის ნეიროუჯრედები მუდმივად განახ­ლებადი აღმოჩნდა. ეს აღმოჩენა ბოლოდროინდელია და მას ბევრი იმედი უკავშირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ტვინს განვითარებისა და დასვენების საშუალებას მივცემთ. ევროპაში, მაგა­ლითად, საფრანგეთის სკოლებში, მობილური ტელეფონების ტარება აიკრძალა­, 12 წლამდე ბავშვების სოცქსელ­ებში ჩართვა დანაშაულად ითვლება, საქართველოში კი ბავშვებს ტელეფონები თუ კომპიუტერები საწოლში შეაქვთ, არ იძინებენ ან ძალიან გვიან იძინებენ. როცა ამას ხელს არ ვუშლით, მათ ტვინს და, შესაბამისად, ჩვენს შვილებსაც ვანადგურებთ...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები