ხულოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ხულოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ხულოში ორმხრივი მწვავე პნევმონიის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი ინფორმაციით, მოზარდი სავარაუდოდ, კლინიკაში დაგვიანებით მოათავსეს.

ზაალ მიქელაძის თქმით, სამედიცინო შემოწმების მიზნით გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მინისტრი ამბობს, რომ მათ კვლევები უტარდებათ, თუმცა საგანგაშო მდგონარეობა არ ფიქსირდება ვირუსთან დაკავშირებით.

"4 წლის ბავშვი ხულოს საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს, სავარაუდოდ, დაგვიანებული შემთხვევა იყო და გარდაიცვალა. ამ ბავშვის გარდა ოჯახში იყვნენ სხვა ბავშვები და გადაწყვიტეს, რომ ვისაც რაიმე ნიშანი ჰქონდა ტემპერატურის მატების, გადაემოწმებინათ. ამიტომ, 7 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები ბათუმის ინფექსიურ საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ გადამოწმების მიზნით. მათ ამ დრომდე კვლევები უტარდებათ, თუმცა რაიმე საგანგაშო არ ფიქსირდება და არც კლინიკურად დასტურდება გრიპი",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"