"შერიგებას არ ვაპირებ" - რას ამბობს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეზე?
"შერიგებას არ ვაპირებ" - რას ამბობს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეზე?
თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს.

"ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ არ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს
მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ. ვეტერანებმა და პრეზიდიუმის წევრებმა მითრეს, რომ ეს უკვე მათ აღარ ეხებათ და უნდა შეათანხმონ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის სამინისტროსთან და პარლამენტთან. შეათანხმონ, მე ველოდები. მე შერიგებას არ ვაპირებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის
ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები