გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია - რას ამბობენ ოჯახის წევრები რეჟისორის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია - რას ამბობენ ოჯახის წევრები რეჟისორის მდგომარეობაზე?

ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია. ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საავადმყოფოში ის ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს.

მეუღლის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმებმა გიორგი დანელიას სასუნთქი გზების სტაბილიზება შეძლეს და მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება.

გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. არის რეჟისორი ფილმებისა "მიმინო", "ქინ-ძა-ძა", "შემოდგომის მარათონი“ და სხვები.

"ინტერპრესნიუსი"