პატრიარქი წირვაზე შეუძლოდ გახდა - კვირის პალიტრა

პატრიარქი წირვაზე შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პატრიარქი აჟამად საპატრიარქოში იმყოფება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საკვირაო წირვა აღავლინა, თუმცა არ უქადაგია. არსებული ინფორმაციით, ის თავბრუსხვევამ შეაწუხა.

"ამჟამად მშვიდობაა, ცოტა შეუძლოდ გახდა, თავბრუსხვევა და დისკომფორტი ჰქონდა. მე და კარდიოლოგი უკვე გამოვედით მისგან, მას არანაირი სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია. წამიერი დისკომფორტი იყო როგორც ჩანს", - განაცხადა პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ "რუსთავი 2-თან" საუბრისას.

"ინტერპრესნიუსი"