"ხალხმა უკვე მერამდენედ ვერ გაიგო, ატყუებენ? იყენებენ? მხოლოდ ელექტორატად მიიჩნევენ?" - რას ამბობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ირმა სოხაძე - კვირის პალიტრა

"ხალხმა უკვე მერამდენედ ვერ გაიგო, ატყუებენ? იყენებენ? მხოლოდ ელექტორატად მიიჩნევენ?" - რას ამბობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ირმა სოხაძე

"ხალხი არის ძალიან დაბნეული, ხალხმა მერამდენედ უკვე ვერ გაიგო, ატყუებენ? იყენებენ? მხოლოდ ელექტორატად მიიჩნევენ და 4 წელიწადში ერთხელ ახსენდებათ, რომ საერთოდ არსებობს მოსახლეობა?" - ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ გადაცემა  "360 გრადუსში" ისაუბრა:

"ცალსახა კრიზისია, მგონი ამაზე არავინ დაობს, მაგრამ კრიზი მარტო მმართველ გუნდში არ არის, ის რაც მმართველ გუნდში იხდება ირეკლება საზოგადოებაზეც, მე რა ხდება მმართველ გუნდში არ ვიცი,არც მიზეზები მაინტერესებს და არც შედეგები, მე შემიძლია გითხრათ ჩემ ირგვლივ რა ხდება - საზოგადოებაში და იმ ქალასი, რომელშიც ვცხოვრობ. ხალხი არის ძალიან დაბნეული, ხალხმა მერამდენედ უკვე ვერ გაიგო ატყუებენ? იყენებენ? მხოლოდ ელექტორატად მიიჩნევენ და 4 წელიწადში ერთხელ ახსენდებათ, რომ საერთოდ არსებობს მოსახლეობა? - აძლევენ ურიცხვ და ურცხვ დაპირებებს, მერე კი აღარ უსრულებენ“,  - განაცხადა ირმა სოხაძემ