ავსტრიაში მეოთხე დღეა ქართველ სტუდენტს ეძებენ - კვირის პალიტრა

ავსტრიაში მეოთხე დღეა ქართველ სტუდენტს ეძებენ

ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, უკვე მეოთხე დღეა ქართველ სტუდენტს, ანრი ლომიძეს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავსტრიაში საქართველოს საკონსულოში აღნიშნულ თემაზე სატელეფონო შეტყობინება უკვე შევიდა.

მათივე განმარტებით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან და დაკარგულის ოჯახის წევრებთან.

"ინტერპრესნიუსი"